Morning commuters are seen outside the New York Stock Exchange, July 30, 2012. REUTERS/Brendan McDermid (UNITED STATES - Tags: BUSINESS) - GM1E87U1RRJ01

Fox News -ის ინფორმაციით, ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ინაგურაციამდე 14 შტატიდან, უსაფრთხოების მიზნით დროებით აიღეს საფოსტო ყუთები. ინაუგურაციის დღეს კი დაიხურება კავშირგაბმულობის 14 საფოსტო განყოფილება.

ამერიკის რიგით 46-ე პრეზიდენტის ინაგურაციამდე – ვაშინგტონში ეროვნული გვარდია და პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული.

Facebook-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, აშშ-ში მცხოვრები მომხმარებლებზე გათვლილი რეკლამა, რომელიც საბრძოლო აქსესუარებსა და დამცავი აღჭურვილობას ეხება, იკრძალება.

აკრძალვა, სულ მცირე, ორი დღე, იქამდე იმოქმედებს, ვიდრე ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია არ ჩაივლის.

„ჩვენ უკვე ვკრძალავთ იარაღის, საბრძოლო მასალისა და იარაღის ისეთი დამხმარე საშუალებების რეკლამირება, როგორიცაა მაყუჩები. ახლა ჩვენ ავკრძალავთ აქსესუარების რეკლამირებასაც“ – აღნიშნულია Facebook-ის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ევრონიუსის ინფორმაციით კი ვაშინგტონში, ერთ-ერთ საკონტროლო პუნქტთან პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე დასასწრები ყალბი აკრედიტაცია, იარაღი და 500 ვაზნა აღმოაჩნდა.

ჯო ბაიდენი ბიბლიაზე ფიცს კამალა ჰარისთან ერთად დადებს, რომელიც პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია აშშ-ის ისტორიაში.

უკვე ცნობილია ინაუგურაციის სცენარი

Leave a Reply