ამ წუთებში სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 ათასი ლარის გირაოთი გაათავისუფლეს.

გარდა ამისა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის საქართველოს სახელწმიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებაზე. მისი განმარტებით, ამ თანამდებობაზე ყოფნა არ არის  მხოლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებული და ის პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

ივერი მელაშვილმა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და საზოგადოებას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის:

“დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის სულ ყველას, ჩატარდა პროცესი და როგორც იქნა მოხდა ის, ეს საზოგადოების და პირველ რიგში ჩემი ადვოკატების დამსახურებაა, რომ გაგვათავისუფლეს პატიმრობიდან. დანარჩენი პროცესი წარიმართება და იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ. დაკავების საფუძველი არ არსებობდა აბსოლუტურად. მაგრამ დამაპატიმრეს, პოლიტიკური ნიშნითაა ეს ყველაფერი, ბოლომდე არის საქმე მისაყვანი, ამისთანა აბსურდულ ბრალდებებს ბოლო უნდა მოეღოს, არ შეიძლება ასეთი მარაზმი გაგრძელდეს ქვეყანაში,”- განაცხადა ივერი მელაშვილმა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გიროას გადასახდელად ვადად 30 დღე აქვთ.

ივერი მელაშვილი ბრალდებას არ ეთანხმება

Leave a Reply