მაია ცომაია

საავტორო გადაცემა “პაციენტის დრო” წამყვანი, ჟურნალისტი

ვაქცინების დაჟინებულ შემოტანაზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია პასუხები იმ კითხვებზე, რომლის არსებობას აქვს გონივრეული და საფუძვლიანი ლეგიტიმაცია. მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს სიმართლე დასრულდება თუ არა იმუნიზაციით ეპიდემია, ვაქცინების ეფექტურობა და გვერდითი მოვლენები “დაუფარავი” სტატისტიკით. წინააღმდეგ შემთხვევაში დღითიდღე გაიზრდება სკეპტიკოსთან რაოდენობა, ჯერ კიდევ გასული წლის მარტიდან დავსვი კითხვა (როდესაც 200 მდე ფარმფირმა ჩაერთო მსოფლიო მარათონში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად)

-რას ვაპირებდით, თუ კოვიდ 19 განიცდიდა მუტიაციას?

არა მარტო საქართველოში, არამედ თვით ამერიკაშიც კი მოსახლეობის 1/3 ზე მეტი უარს ამბობს ვაქცინაციაზე, ბევრს ეეჭვება როგორც ვაქცინათა ეფექტურობა, ასევე უსაფრთხოება. სპეციალისტები ამერიკაშიც ღიად აფიქსირებენ აზრს არასრულყოფილად გამოცდილ-გამოკვლეული ვაქცინების გვერდით მოვლენებსა და ვაქცინაციის მოსალოდნელ სერიოზულ გართულებებზე და ჩვენთან სკეპტიკოსების “ბნელებად” მოიხსენიება არაეთიკური და მიუღებელია!

მოგეხსენებათ ისრაელი პირველია მსოფლიოში ვაქცინირებულების რაოდენობით, თუმცა ჯანმოს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე დასძენს, რომ “ყველაზე რთული თვე იქნება.. ყურადღებით უნდა ვიყოთ აგვისტოში, თუ ისრაელში რეინფიცირება დაიწყო, მაშინ ცუდათაა ჩვენი საქმე”. თუ მთელი ისრაელი აიცრა და აგვისტოში რეინფიცირებას რატომ ველოდებით-გაუგებარია!

დასაფიქრებელია ასევე, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, დოქტორ შარონ ელროი-პრაისის განცხადება- “ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო კოლექტიური იმუნიტეტის შექმნა შეუძლებელია. ჩვენ ამას ვერ მივაღწევთ, მთელი ქვეყნის აცრაც რომ მოგვიწიოს, ჩვენ გვყავს 2,5 მილიონი ბავშვი, რომელთა ვაქცინაციაც არ მოხდება” !

ჩემს ბევრ კითხვაზე პასუხს არსებული პროცესები კი არ უნდა სცემდეს, არამედ ამას სპეციალიტები დაუფარავად და გამჭვირვალედ უნდა აღიარებდეს. თუკი ვაქცინაციის გარეშე კოვიდგადატანილების რეინფიცირების ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, ვაქცინირებულებში რატომ დგას ამის საშიშროება?

ნელა-ნელა ისიც შემოგვაპარეს, რომ ვაქცინაციით მოლოდინი ეპიდემიის დასრულებისა ფუჭია! კვლავ დარჩება პირბადის ტარების და რეგულაციების სხვა წესები,.ანუ კვლავ უცნობია რისგან გვიცავს კოვიდის ვაქცინები?! ხელახალი ინფიცირებისგან? ვირუსის მსუბუქ ფორმებში გადატანაში,გვეხმარება, დამძიმებასა თუ ლეტალობაში!!! დღემდე ყოყმანია კოვიდ გადატანილებს როდის ესაჭიროებათ ვაქცინაცია! არც ის ვიცით მუტირებული ფორმისგან დაზღვეულია თუ არა ვაქცინირებული?

კოვიდ ვაქცინით გამომუშავებული იმუნური პასუხი უფრო ძლიერია თუ ბუნებრივად გადატანილი კოვიდის შემდგომ გამომუშავებული?

დღეს ექიმმა გერმანიიდან იაგო ფრანგიშვილმა ნათელი მოჰფინა ჩემს გონივრულ ეჭვს და საჯაროდ მოუწოდა კომპეტენტურ პირებს და შესაბამის უწყებებს მოსახლეობას მიაწოდონოდ რეალური ინფორმაციები, ანუ სიმართლე!

იაგო ფრანგიშვილი -ექიმი

“ყველამ იცის ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება ვაქცინისადმი. არა იმიტომ, რომ კორონა არ არსებობს, ან თუ მართლა დაავადდი, ანუ თუ ისეთივე მძიმე ფორმა განგივითარდა, როგორც გრიპზე აუცრელ ჩვილ ბავშვებს ნაღდი გრიპის ინფექციისას, ადვილად გამოძვრები. არა, ჩემი კრიტიკა ეხება აბსოლუტურად ინფორმაციულ ფეიკს, რომ ვაქცინა დაგიცავს კორონასაგან, რომ ვაქცინით კორონათი არ დაავადდები, რომ ვაქცინირებულთ ნაკლები სიმპტომები აქვთ და ამგვარი არსებობს მეტაანალიზური კვლევა, არა ახლანდელი, არამედ კარგა ხნის, გრიპის ვაქცინის პირველი 5 წლის მეტაანალიზური კვლევა, რომელიც ამტკიცებს და ფაქტია, ვაქცინირებულ ადამიანს აქვს დაცულობის შეგრძნება! ვაქცინირებულ ადამიანს აქვს მაღალი ტოლერანტობა იგივე, იდენტური სიმპტომების მიმართ, ვიდრე არავაქცინირებულს 38 გრადუსს სიცხეზე ვაქცინირებული ამბობს, არაფერია, არ მაწუხებსო- არავაქცინირებულს კი აწუხებს.

მსგავსი კვლევაა ჩატარებული ისრაელში 600.000 ადამიანზე და ეს რომ გასაღდა იმად, რომ ,,ვაქცინირებულებს 98%ით ნაკლები სიმპტომები აქვთო,, აი ამის წინააღმდეგი ვარ. გუშინ ავიცერი! არ შეიძლებოდა რომ არ ამეცრა, უბრალოდ იმ ადამიანებთან მაინც ვერ ვიქნებოდი მართალი, რომელთაც საშინელი დაავადება აქვთ, ახალგაზრდები არიან და ელიან პასუხს, ჩემს მიერ აღებული ანალიზის იმ პასუხს, რომ კორონავირუსის დამტკიცება ხდება, ოღონდაც, რეპლიკაციის საჭირო ციკლების რაოდენობაა ისე მარალი, რომ, ვირუსის იგნორირება შეიძლება. აი, ამ ადამიანების გამო ავიცერი და თან იმიტომაც, რომ დარწმუნებული ვარ, არავექტორული, რნმ ტიპის ვაქცინის მწარმოებელს არავითარი გაჭირვება და ზეწოლა არა აქვს, შექმნას აგრესიული ვაქცინა – მაქსიმუმ 2% ვირუსმატარებელთა სამკურნალოდ აუცილებელი ავადმყოფობის ნაწილი.

წესით და რიგით 25 იანვარს უნდა აგვეცრა, მაგრამ ,,უცებ,, სამედიცინო ტიმის 30% ,,გახდა ავად,, არადა, ტიმი აცრილი უნდა იყოს, მაღალი რისკის ადამიანებთან გვიწევს მუშაობა და მათ დასაცავად უნდა ვიყოთ აცრილები. მაგრამ, არ კმარა ადამიანის, თანამედროვე და ინდივიდუალიზმზე აწყობილი კონსერვატიული თუ საერთოდ ლიბერალი ინდივიდულისთისთვის ეს კოლექტიური ლოზუნგები, არ კმარა ის, რომ ,,დაიჯერე, თუ ექსპერტმა გითხრა რატოა საჭირო,, ადამიანებს აღიზიანებთ, როცა ნახევრად სიმართლეს ეუბნებიან. პარასკევს, 12 თებერვალს დიდი საუბრები გვქონდა, ხმამაღალი დისკუსიები ერთმა ნაწილმა მეორეს ,,კორონაუარმყოფელი,, უწოდა და უტვინოც კი. მეორე მხარემ იმ პირველს ასევე უტვინო მონა უწოდა, სტატისტიკის და აქამდე არსებული კვლევის სტანდარტების უარმყოფელი. ხსნა აღმოჩნდა სრული სიმართლე დიახ, ყველა დღეს არსებული ვაქცინა მხოლოდ პირობითაა დაშვებული და ამ დაშვების ვადაა მაქსიმუმ 12 თვე. ეს ფაქტია ევროპაშიც და ამერიკაშიც. ასეა.

ამ 12 თვეში ფარმაინდუსტრიამ უნდა დაამტკიცოს, ისევე როგორც ეს გრიპის თუ სხვა ვაქცინოს დაშვებისას მოხდა, უნდა დაამტკიცოს ვაქცინის ეფექტურება ანტისხეულების ტესტირებით. არა სხვანაერად. ამ 12 თვეში ფაქტიურად არ არსებობს სანსი, რომ კორონავირუსს დაემალო.

გინდ ჩაიკეტო, გინდაც იზოლირდე, კონტაქტი ექნება ყველას და აი ამ 12 თვის მერე აცრილებში უნდა დავინახოთ ანტისხეულები. თუ არა, მოიხსნება დაშვება. პრობლემატურია დოზირებაც. არ ვიცით დოზირება და არავინ იცის ზუსტი დოზა რომელია, აი ამიტომ არ ვუკეთებთ ბავშვებს და მოზარდებს. დიახ, მათთვის ეს საშიშია!!! ესეც ფაქტია და ამის უარყოფა ადამიანებს ბარიკადებისაკენ უბიძგებს. აი, ამას ყველაფერს რომ ახსნი, ადამიანს რომ ეტყვი, რომ ახლა მასზეა პასუხისმგებლობა, რომ აუხსნი რომ უნდა ვცადოთ, რომ ეტყვი რომ ვინც არ ცდის, იმან უკევე წააგო აი მაშინ წამოგყვება.

საბედნიეროდ შევთანხმდით და გუშინ 84 პერსონალი აიცრა – ტიმის ყველა წევრი, ექიმი, ექთანი, მომვლელი, მიმტანი, უხელფასო დამხმარეები და ჰონანრის ფსიქოლოგები, ყველა ვინც ამ 30მდე მარალი რისკის ადამიანთან კონტაქტირებს. მათი აცრა ამ მომენტში შეუძლებელია, იმუნური თუ ქიმიოთერაპიის გამო. ამიტომ ავიცარით ჩვენ.

ეს ბუნებრივი უნდა იყოს მედიცინაში!

Leave a Reply