9 ფეხბურთელი გოგო მწვრთნელს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს.

 

სკანდალური ბრალდება საქართველოში, 9 ფეხბურთელი გოგო მთავარ მწვრთნელს სექსუალურ შევიწროვებასა და თაღლითობაში ადანაშაულებს. ამ 9 ფეხბურთელს შორის, არასრულწლოვნებიც არიან, მათ ინტერესებს კი არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იცავს.

“PHR იცავს 9 ქალი ფეხბურთელის ინტერესებს (მათ შორის ერთი ბავშვის), რომელთა მიმართაც მწვრთნელმა კაცმა  განახორციელა სექსუალური შევიწროება, ძალადობა და თაღლითობა. ქალი ფეხბურთელები წლების განმავლობაში განიცდიდნენ სექსუალურ შევიწროებას და სექსუალურ ძალადობას მწვრთნელის მხრიდან. სექსუალური შევიწროება და დანაშაული გამოიხატებოდა არასასურველ ფიზიკურ შეხებაში, სექსუალური შინაარსის კომენტარებსა და პორნოგრაფიული მასალის იძულებით ყურებაში.

 
მწვრთნელის მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა თაღლითობას, ვინაიდან იგი ფეხბურთელებს მოტყუებით აბრუნებინებდა ხელფასის ნაწილს. კერძოდ, მათ ეუბნებოდა, რომ ხელფასიდან დაბრუნებული თანხა კლუბის შემდგომი ფუნქციონირებისათვის იყო საჭირო.

 
მწვრთნელის მხრიდან სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი ზოგიერთი არასრულწლოვანი ქალი ფეხბურთელის მიმართაც. კერძოდ, მათ იძულებით აჩვენა პორნოგრაფიული ვიდეო, რაც წარმოადგენს გარყვნილ ქმედებას.”

საქმეში არსებული მტკიცებულებები პროკურატურამ საკმარისად არ მიიჩნია და ქალი/ბავშვი ფეხბურთელების დაზარალებულად ცნობაზე უარი თქვა.

Leave a Reply