გრძელი და ძალიან რთული შეხვედრა იყო, მოლაპარაკება ხვალ გაგრძელდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მმართველ გუნდთან მორიგი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არანაირ შედეგებზე ლაპარაკი არ შეიძლება.

„ჩვენი ამოცანა რჩება ის, რაც თქვენთვის ცნობილია – ჩვენ გვინდა მოლაპარაკება. თავისთავად ის, რომ გუშინდელი განცხადებების შემდეგ დღეს შედგა შეხვედრა და ის, რომ პრეზიდენტ მიშელის პოლიტიკური ინვესტიცია ამ პროცესში ძალიან დიდია – ეს არის კარგი, მაგრამ შინაარსი ძალიან მძიმე იყო და ხვალ გაგრძელდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჯერ არაფერი დასრულებულა. ბევრ საკითხზე საკმაოდ რთული საუბარი იყო. არის საკითხები, რაზეც პოზიციები შეჯერდა, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. ხვალ ისევ გაგრძელდება მოლაპარაკება. დეტალებში ვერ შევალ. რაღაც საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, თუმცა საერთო შეთანხმებამდე კიდევ შორია. უფრო პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე ველოდი. დათმობაზე საუბარი საერთოდ არ არის. დეტალებში ვერ შევალ, ყველაფერი წინაა“

შინაარსიანი, მაგრამ ძალიან რთული მოლაპარაკებები გვქონდა, რაც ხვალაც გაგრძელდება, – ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომპლექსურ პრობლემაზე მსჯელობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვან კომპრომისებს მოითხოვს.

„კონკრეტულად, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ უმნიშვნელოვანეს და ძალიან კომპლექსურ პრობლემაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვან კომპრომისებს მოითხოვს და ეს არის ძალიან რთული პროცესი, ამიტომაც ვაგრძელებთ ჩვენ ხვალ ამ პროცესს, რაც დღეს ძალიან რთული იყო. ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, რაც არის ძალიან რთული, შინაარსიანი. სასარგებლო დღე იყო ამ თვალსაზრისით, მაგრამ ძალიან რთულად მიმდინარეობს საკითხების სირთულიდან გამომდინარე. პროცესი გაგრძელდება ხვალ. დანარჩენ დეტალებს ვერ მოგახსენებთ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

“ლეიბორისტების” ლიდერმა კი შეხვედრა დასრულებამდე დატოვა.

ნათელშვილმა უმრავლესობის ლიდერებისა და ოპოზიციის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

Leave a Reply