სოციალური აგენტების ფიქსირებული ხელფასი 200 ლარია, ცალკეული ოჯახის მონიტორინგის შემთხვევაში კი ისინი  4 ლარსა და 80 თეთრს იღებენ. სოციალური აგენტები სახელფასო ანაზღაურების გაზრდას და მათივე ბენეფიციარებთან გათანაბრებული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის  მიღებას ითხოვენ.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს საგანგებო განცხადებით მიმართავენ და ამბობენ, რომ თუ მთავრობა მათ პრობლემებს რეაგირების გარეშე დატოვებს, სოციალური აგენტები გაფიცვას დაიწყებენ.

-ჩვენი, სოციალური აგენტების ძალიან დიდი ნაწილი არის სოციალურად დაუცველი, რამდენადაც გავიგე, ბევრმა დაწერა განცხადება, რომ მოხვდეს სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში. ამ სამსახურმა სოციალურად დაუცველები გახადა დასაქმებულები. ჩვენი ბენეფიციარების უმრავლესობა თვიურად იღებს ჩვენზე მეტ შემოსავალს. პრემიერისგან მოვითხოვთ, რომ დაინტერესდეს ჩვენი საკითხით, შეისწავლოს ეს საკითხი და ნახოს თუ როგორი საშინელება ხდება სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვედა რგოლებში-აცხადებენ აგენტები.

Leave a Reply