გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობისა და სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანების ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირის: ირაკლი წაქაძის, საბა გოგშელიძისა და საბა ჩხარტიშვილს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. სამივე მათგანს ამნისტია შეეხო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულების ეპიზოდში დაზარალებულად ცნობილი ვახტანგ ჩიქოვანის სიტყვიერ თანხმობას ელოდებოდნენ. თანხმობის შემდეგ მოსამართლემ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

საბა გოგშელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან მალევე დააკავეს და გასული წლის 11 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მათ ბრალი აგარაკის ეპიზოდზე სსსკ-ის 120-ე და 126-ე მუხლებით ედებოდათ. ამ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც ძალადობას და სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ბოლო ამნისტია შეეხო.

Leave a Reply