ნიკა მელიას სასამართლოზე, რომელიც 8 აპრილს ჩაინიშნა “ოცნების” წევრმა ალუდა ღუდუშაურმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სასამართლოზე მელიას თავისი უდანაშაულობის დამტკიცებაც შეეძლება, რასაც ამდენი ხანია ამბობს.

-“სასამართლო ჩაინიშნა, ეს ნიშნავს, რომ ღია, საჯარო განხილვა იქნება და მიეცემათ მხარეებს შესაძლებლობა თავიანთი პოზიცია დაამტკიცონ. ბატონი მელია დღემდე ამტკიცებს, რომ არის უდანაშაულო, როგორც ჩემთვის ცნობილია, ამიტომ აგერ არის სასამართლო, ყველას შესაძლებლობა გვექნება დავაკვირდეთ და შემდეგ გამოვიტანოთ დასკვნები”-განაცხადა ღუდუშაურმა.

ნიკა მელიას ადვოკატი იორგი კონდახაშვილი კი ამბობს, რომ  1% -იანი მიზეზიც არ არსებობს მელიას პატიმრობაში დასატოვებლად, თუმცა ის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდება.

Leave a Reply