ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იქმნება წამლის ეროვნული ლაბორატორია. ლაბორატორია შეისწავლის , როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებულ ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხსს. ამის შესახებ დღეს ,,მინისტრის საათის“ ფორმატში წადგენისას განაცხადა.

„ამ დრომდე მედიკამენტების ხარისხის შემოწმებისთვის ჩვენ გვიწევს ევროპის ლაბორატორიებისთვის მიმართვა, რაც მნიშვნელოვანი ბარიერია მედიკამენტების ხარისხის უწყვეტი კონტროლისთვის. წამლის ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა. მედიკამენტების ხარისხი, უსაფრთოხების და ეფექტურობის გარდა, ფასის რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

ზემოხსენებული კონტროლის პროცესები იქნება მაქსიმალურად ინტენსიური და გამჭვირვალე, რათა საბოლოოდ დასრულდეს კულუარული ლობირება, რომელიც სრულებით არ ემსახურება ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს,“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Leave a Reply