,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებული თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით,  ნიკა მელია ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის ჩარიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გაიწვევენ.

“მორიგი ფორმალური პროცესი იქნება, ვინაიდან ეს მართლმსაჯულების იმიტაციაა, რაც ნიკა მელიას საქმეზე ხდება. ამიტომ, ხვალ დიდ სიახლეებს არ ველით აღნიშნული პროცესიდან. ხაზგასმით აღვნიშნავ, ნიკა მელია აცხადებს თანხმობას ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის ჩარიცხავაზე თუკი გათხოვილი იქნება ამნისტიის კანონპროექტი. ის, რომ კანონპროექტი დარეგისტრირდა, არაფერს ამბობს, ვინაიდან კანონპროექტის გაწვევა შეიძლება მოსმენების დროსაც. ვიმეორებ, ნიკა მელიას პოზიცია ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით პირობადადებულია, ნიკა თანხმობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აცხადებს, თუკი ამნისტიის კანონს უარი ეთქმება და გათხოვილი იქნება. კანონპროექტი მძიმეა და ნიკა მელიას შიში გამართლდა იმასთან დაკავშირებით, რომ „ოცნების” მიერ იმდაგვარი კანონპროექტია ინიცირებული, რომ ფაქტობრივად ინდულგენციას მოძალადეები, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები მიიღებენ. ნიკა მელიას გათავისუფლება ხელისუფლების ხელშია, ძალიან ბევრი ინსტრუმენტია მისი გათავისუფლების. თუნდაც ხვალ, შეუძლია ხელისუფლებას ამ ინსტრუმენტის გამოყენება”,- განაცხადა კონდახიშვილმა.

Leave a Reply