ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სამომავლოდ შეზღუდვების მოხსნაზე ისაუბრა.

“დაინახავთ უკვე ჩვენს ქუჩებში ტურისტებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის სრულყოფილი,  მანამ სანამ არსებობს ღამის საათების შეზღუდვა, ან შაბათ-კვირას რესტორნებისთვის დაწესებული შეზღუდვა. ჩვენ საკოორდინაციო საბჭოზე მუდმივად ვსაუბრობთ, რომ როგორც კი დავინახავთ, რომ მესამე ტალღა გადავლახეთ და უკეთესობისკენ მივდივართ, არის ახლა ამის პირველი ნიშნები, პირველივე შესაძლებლობისას შევამსუბუქებთ ამ შეზღუდვებს, მოვხსნით შეზღუდვას შაბათ-კვირის რესტორნების შეზღუდვაზე და არსებითად გადავხედავთ ე.წ. კომენდანტის საათს”, – განაცხადა მან

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო, გარკვეული შეზღუდვები ძალაში რჩება.

Leave a Reply