დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მოთხოვნაა, რომ სამოქალაქო აქტივისტებზე დევნა შეწყდეს.

ცნობისთვის, სასამართლოში 19 თებერვალს, პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტების – გიორგი მუმლაძის, კახა კვეკვესკირის, ალბერტ მერებაშვილის და დათო კაპანაძის სასამართლო პროცესი 15:00 საათზე დაიწყება. ისინი ხელწერილის საფუძველზე არიან გათავისუფლებულები.

Leave a Reply