DOHA, QATAR - MARCH 13: Nikoloz Basilashvili of Georgia reacts during The Qatar ExxonMobil final between Roberto Bautista Agut and Nikoloz Basilashvili on day six of Qatar ExxonMobil Open 2021 at Khalifa International Tennis and Squash Complex on March 13, 2021 in Doha, Qatar. Sporting stadiums around Qatar remain under strict restrictions due to the Coronavirus Pandemic as Government social distancing laws prohibit fans inside venues resulting in games being played behind closed doors. (Photo by Mohamed Farag/Getty Images)

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ჩვენებას ფსიქოლოგები მისცემენ, ხოლო  პროცესი კი მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა თავხელიძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა ბავშვის შეფასება მოახდინა, მეორე ფსიქოლოგმა თავად ნელი დოროყაშვილის მდგომარეობა შეაფასა.

“ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება საქმის არსებითი განხილვა და იკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი, დღევანდელი პროცესზე დაიკითხებიან ფსიქოლოგები და ასევე, შესაძლებელია ერთ-ერთი მოწმეც დაიკითხოს, საუბარია დაზარალებულის მეგობარზე. ჩვენთვის წინსწრებად ცხადია, არ არის ცნობილი, როგორ განვითარდება მოვლენები. მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი დაადასტურებენ იმ ინფორმაციას, რაც გამოძიებას მიაწოდეს და კიდევ ერთხელ დაარწმუნებს სასამართლოს მათი ჩვენებები, რომ ძალადობა სისტემატიურად ხორციელდებოდა სხვადასხვა ფორმით ნელი დოროყაშვილის მიმართ” – განაცხადა ანა  თავხელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას ედავებიან.

Leave a Reply