ამ დროისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით დღეს თავად ვახო სანაიას დაკითხავენ.

“ამ საქმეზე არსებობს ყველა მტკიცებულება არამარტო მოწმეთა ჩვენებები, არამედ ვიდეომასალაც. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რაც ეს ინციდენტი მოხდა ზღაპრებს ვისმენ დაცვის მხრიდან. რაღაცით ცდილობენ თავის დაცვას, უბრალოდ არაფერი არ გამოვა. აუცილებლად უნდა დადგეს სამართლებრივი შედეგი ამ საქმზე. ამ ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ. იმ ქვეყანაში, სადაც თითქმის ყოველდღიურად ჟურნალისტებს ესხმიან თავს და ამაზე არავინ არ აგებს პასუხს, ეს უნდა იყოს პრეცედენტი იმისთვის, რომ თავი შეიკაოს ყველამ მსგავსი შემთხვევებისაგან. თუკი ვინმე ხელის და ფეხის მოქნევას გადაწყვეტს ჟურნალისტის მისამართით იცოდეს, რომ ის პასუხს აგებს.მოსამართლის გადაწყვეტილება უნდა იყოს გამამტყუნებელი და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი იქნება. როგორც ადამიანს, რა თქმა უნდა, არავის ციხეში ყოფნა არ მიხარია, საერთოდ არ ვიცნობ ამ ხალხს და აზრათ არ მომივიდოდა მათი პატიმრობა, რომ არა დანაშაული” , – განაცხადა სანაიამ.

Leave a Reply