სამწუხაროდ, მმართველი პარტია ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით რომ ყოველგვარ წითელ ხაზებს ლახავს, ეს 5 ივლისსაც გამოჩნდა, როცა ფაქტიურად მოხდა ძალადობს წახალისება.

5 ივლისს რაც მოხდა, ალბათ არასდროს დაავიწყდება საზოგადოებას-მოძალადეების მიერ ნაცემი იყო მედიის 54 წარმომადგენელი, ერთი კი გარდაიცვალა.

საპროტესტო აქციების ფონზე მოხდა რამენიმე პირის დაკავება, მაგრამ არ დასჯილა არც ერთი ორგანიზატორი, სამაგიეროდ კარგად დაისაჯნენ აქციის ის მონაწილეები, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობასთან არიან დაკავშირებული, ერთ-ერთი მათგანია პარტია „გამარჯვებული საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ბალიაშვილი და მისი მეუღლე, „გავრილოვის ღამის“ საპროტესტო აქციების მონაწილე ნათია ბალიაშვილი. ეს ადამიანები დრეც არაერთხელ გამხდარან ზეწოლის და დევნის ობიექტები განსხვავეული პოლიტიკური შეხედულების გამო.

საზოგადოებას ემახსოვრება 2019 წლის 22 ივნისი, როცა ნათია შაინიძეს აიძულებდნენ ცრუ ჩვენება მიეცა ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ, რის გამოც ქალმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფები გადაიტანა,

მეშინია დანაპირები არ შეასრულონ და ჩემი ოჯახის წევრებზე არ იძიონ შური!..

ასევე გიორგი ბალიაშვილზე თავდასხმები და ფიზიკური ანგარიშსწორება,

სასტიკად მცემეს, კინაღამ თვალი დავკარგე, სისხლს ვერ ვიჩერებდი ჭრილოებიდან…

მაგრამ 7 ივლისს ყოველგვარი ზღვარი წაიშალა და ახალგაზრდა ოჯახი სახლში დააწიოკეს. მავანნი დაშინების მიზნით ვაზისუბანში, შ.მშველიძის ქ.1, ბინა 94-ში,  მათ საცხოვრებელ სახლში შეცვივდნენ და არასრულწლოვაბი ბავშვების თვალწინ დაიწყეს საქმის გარჩევა.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარს 2 შვილი ჰყავს, ბავშვები შეშინებულები და ატირებულები იყვნენ, მათ მძიმე ფსიქოლოგიური ტრამვა გადაიტანეს ამ წუთების შემხედვარე.

-აქციაზე დრონით გადაღებულ კადრებში ვიყავი, ალბათ სწორედ ამ კადრების გამო ოვიდნენ მითუმეტეს ადრეც არაერთხელ ვიყავი თავდასხმის ობიექტი და ხომ იცით, ჩვენთან როგორ არის თუ განსხვავებული აზრი გაქვს, თუ ცდილობ თავისუფალი სიტყვა დაიცვა-არ გაგახარებენ, მუდამ ზეწოლის და დევნის ობიეტი ხარ, სანამ არ ჩაგწიხლავენ. სამწუხაროდ ჩემმა მეუღლემაც იგემა უკვე უსამართლობის მუშტი, მაგრა დღეს ველა ზღვარს გადავიდნენ-ბავშვების თვალწინ მოხდა ყველაფერი საოცრად შეშინებულები იყვნენ. თუ ასე გაგრძელდა, ერთადერთი გამოსავალია ქვეყანა უნდა დავტოვოთ, არაფერი არ ღირს ჩემი ოჯახის სიმშვიდედ-აცხადებს გიორგი ბალიაშვილი.

-რაცა ჩემს ატირებულ, შეშინებულ შვილებს ვუყურებდი, მივხვდი, რომ ჩვენს ქვეყანაში უსამართლობის დიდი ურემი დადის და ვის კართან როდის გააჩერებს არავინ იცის, ჩვენთან თავისუფალ სიტყვას კლავენ, განსხვავებული აზრებისთვის გსჯიან..არ ვიცი რა იქნება მომავალში, ახლა მართლა მეშიშია ჩემი შვილების გამო და ერთადერთი აზრი, რაც მომდის ქვეყბის დატოვებაა. წლებია უკვე რამდენ რამეს ვუძლებთ და ვერასდროს წარმოვიდგენდი ამას რომ ვიტყოდი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის-ამბობს ნათია შაინიძე.

Leave a Reply