„ლელო“ და პარტიის სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გულიკო ზუმბაძე ამომრჩეველს შეხვდა. კანდიდატმა არჩევნებამდე 3 დღით ადრე ამომრჩეველს დანაპირების შესრულება აღითქვა და საკმაოდ ემოციურად მიმართა სამგორს.

მინდა მივმართო სამგორის ამომრჩევლებს – ვარკეთილის, მესამე მასივის, ზემო პლატოს, ლილოს, ორხევის, აეროპორტის, ნასაგურის, წინუბნის, დიდი ლილოს, პატარა ლილოს, ვარკეთილის მეურნეობის, მოსკოვის გამზიის, აფრიკის, თბილავიამშენის, ქინძმარაულის, ზეემკის დასახლების მაცხოვრებლებს.

თქვენ გაქვთ შანსი ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის სახით აირჩიოთ ის ადამიანები, ვინც ზუსტად იცის რა გააკეთოს, როგორ მიიყვანოს საქმე ბოლომდე. როგორ მიხედოს თქვენს და თქვენი უბნის პრობლემებს, ჩვენს ქალაქს, ჩვენს თბილისს მთლიანად.

ჩვენ უნდა შევქმნათ თანამედროვე და უსაფრთხე საცხოვრებელი გარემო, უნდა განვითარდეს ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა და მეტროს ხაზი სამგორის რაიონში, ჩვენი პრიორიტეტია დასაქმება და სოციალური გარემოს გაუმჯობესება, ასევე საბავშვო ბაღების, სპორტული, კულტურული და სახელოვნებო წრეების ხელმისაწვდომობა ყველა უბნისთვის, სუფთა ჰაერი და წყალი, სისუფთავე და დაცულობა, პედაგოგების სათანადო დაფასება და მათთვის ღირსეული სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრა.

ჩვენ მხოლოდ თქვენთან ერთად და თქვენი თანადგომით შევძლებთ უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნას, ერთი წუთით არ იფიქროთ, რომ ოდესმე ჩამოგცილდებით. 2-ში თქვენ მიდიხართ არჩევნებზე და 3-ში ვიწყებთ ჩვენ!

ტელეკომპანია ახალის კითხვაზე-რა იქნება ის კონკრეტული პრიორიტეტები, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს, გულიკო ზუმბაძემ გვიპასუხა.

სამგორის ამომრჩეველი, ჩემი სახით, ჩემი პოლიტიკური გუნდის სახით აირჩევს ადამიანებს, ვინც სწორედ იმ საქმეს გააკეთებს, რომელიც ჩვენს უბანს, ჩვენს ქალაქს, თითოეულ ადამიანს ყველაზე მეტად ჭირდება. ეს არის

სათანადო, უსაფრთხო და თანამედროვე საცხოვრებელი გარემო;

დასაქმება და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება;

მორგებული სატრანსპორტო პოლიტიკა, მეტროს ქსელის განვითარება;

საბავშვო ბაღების, სპორტული და სახელოვნებო წრეების ხელმისაწვდომობა ყველა უბნისთვის;

აღმზრდელ -მასწავლებლების, მწვრთნელების, სათანადო დაფასება და ღირსეული სახელფასო პოლიტიკის გატარება;

სუფთა ჰაერი და წყალი – ჯანმრთელობის დაცვა.

Leave a Reply