“თუ ფიქრობთ რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს, გადმოფინეთ თეთრი ფერის ნებისმიერი ნაჭერი აივანზე, ფანჯარაზე, ეზოში, გადაუღეთ სურათი, ატვირთეთ ფეისბუქზე და დააწერეთ #თავისუფლებამიშას.

ასევე, ფოტოები ჩაყარეთ აქ, კომენტარებში. გადმოფინეთ თავისუფლება. ნახონ რომ ბევრნი ვართ, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მოქალაქეებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იყოს, მიმართავს, ფანჯრებიდან თეთრი ფერის ნაჭრები გადმოფინონ. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

Leave a Reply