ენმ-ში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პასუხობენ.

სპეციალურ ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილი სუს-ის ის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ლილუაშვილის უწყებამ სახელმწიფოს დამხობის მუხლით მორიგი გამოძიება დაიწყო.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, გავრცელებულ აუდიოჩანაწერში არაფერია ნათქვამი ისეთი, რაც ენმ-ს წევრებს ხმამაღლა არ უთქვამთ – დიახ, არ მივცემთ მესამე პრეზიდენტის მკვლელობის უფლებას რუსებს და აქ მის წარმომადგენელ ივანიშვილ-ღარიბაშვილს – ამბობს ხაბეიშვილი.

“დღეს ამ ხალხმა გვამცნო ის, რასაც საჯაროდ ისედაც ვსაუბრობთ, მაგალითად ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობის უფლებას, რაზეც ოცნებობს ღარიბაშვილი და გუშინ ეს წამოცდენაც ჰქონდა, არ მივცემთ და  ცხადია, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რომ მისი გადაყვანა არ მოხდეს გლდანის დაწესებულებაში, რომელიც მთლიანად კრიმინალების გავლენის სფეროა. ეს ცხადია და ამისთვის კონსტიტუციით მონიჭებულ ყველა უფლებას, მათ შორის აქციასაც და მანქანების კოლონით გადაადგილებასაც და პროტესტს რა თქმა უნდა განვახორციელებთ.” – ამბობს ხაბეიშვილი.

 

სახელმწიფო ხელისუფების დამხობის მიზნით შეთქმულება-სუს-ის განცხადება

Leave a Reply