„რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში მელიას და ხაბეიშვილის მიერ პოლიციელების ბულინგი იხილა, იმ პოლიციელების რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია, მით უფრო მიუღებელია უსაფუძვლო, პოპულისტური ბრალდებები“, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

დავით ჩიხელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას საკუთარ თანაპარტიელზე გიგა შუშანიაზე განმარტებას სთხოვს, რომელიც, ჩიხელიძის თქმით, კორუფციის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს:

„ხაბეიშვილი პოლიციელს ყოველგვარი ფაქტების გარეშე კორუმპირებულს უწოდებს და ეს მართებულად მიაჩნია, რეალურად კი საკუთარ ორმაგ სტანდარტს გვაჩვენებს. მივმართავ ბატონ მელიას და ხაბეიშვილს, ბატონებო: ანტიკორუფციული ტექსტები მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის ინსტრუმენტია თუ მართლა ხართ ზოგადად კორუფციის წინააღმდეგი? და თუ მართლა ხართ, მაშინ თქვენს თანაპარტიელებზეც აღშფოთდით –
საქმეს გაგიადვილებთ და თქვენი პარტიის წევრის შესახებ მცირე ინფორმაციას მოგაწვდით. ალბათ, გეცნობათ გიგა შუშანია, მისი ბიოგრაფია კორუფციის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს, შუშანია „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ქუთაისში გარკვეულ თანამდებობებს იკავებდა, ხელფასის სახით კი საჯარო მოხელისთვის განკუთვნილ, სტანდარტულ ანაზღაურებას იღებდა. შუშანიამ მოახერხა და მოკრძალებული ხელფასით:

2012 წელს ნაკვეთი შეიძინა ზედა მესხეთში – ერთი 6 ჰექტარი, მეორე 2 ჰექტარი. 2014 წელს თბილისში სახლი აიშენა (ჩიქოვანის 35 ნომერში, მანსარდა 110 კვადრატული მეტრი, საცხოვრებელი ფართი 135 კვადრატული)2019 წელს კიდევ ერთი სახლი შეიძინა (თბილისი რესპუბლიკის ქუჩა 600 კვადრატული მიწა, 200 კვადრატული სახლი). პარალელურად 2018 წელს საჯარო რეესტრს მიმართა, ვაზისუბანში არსებული მიწის ნაკვეთის დაკანონებას ითხოვდა. ბატონებო, თქვენს აღშფოთებას ველოდები“, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.

Leave a Reply