ოთარ აბესაძე პარლამენტარებს საჯაროდ მიმართავს:
-ბევრი პარლამენტის წევრი მყავხართ მეგობრებში და ნუთუ არცერთ თქვენგანს, 150 ადამიანიდან არცერთ თქვენგანს არ გაგიჩნდათ დაგესვათ ის კითხვები პრემიერისთვის რაც მართლა აწუხებს მოსახლეობას? თქვენ ხომ საზოგადოების ინტერესებს წარმოადგენთ პარლამენტში?
ერთ თქვენგანს მაინც როგორც არ წამოგცდათ:
40% ით გაზრდილი ფასები სამომხმარებლო კალათაზე.
70% ით გაზრდილი საწვავის ფასი, რომლის დაბალანსება აქციზიზის გადასახადის გაუქმებითაა შესაძლებელი.
4.2 მილიარდ ლარიანი ადმინისტრაციული ხარჯი.
ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი 7.7% რომელიც ივნისში 8.5% იქნება.
მერყევი ვალუტის კურსი, რომელსაც უბრალოდ არაფერი აღარ შველის და გაუფასურების რეკორდებს ხსნის.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სრული რეგრესი. მხოლოდ ემიგრანტების გადმორიცხულ თანხებზეა აწყობილი სტატისტიკა.
35% ით შემცირებული სამუშაო ადგილები.
ადამიანებისთვის 30% ით შემცირებული შემოსავლები.
მთელი ქვეყანა გიყურებდათ და ყველას დარჩა განცდა, რომ არცერთი რეალური მიმდინარე პრობლემა არ დაგიყენებიათ დღის წესრიგში.
როგორც ერთ ძველ ქართულ ფილმშია “აფსუს როგორ ტყუილად გაჭმევთ პურსა”