Category: რეგიონი

“მოძრავი კარავი” ზუგდიდის შემდეგ სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება

ზუგდიდში “მოძრაობა საქართველოსთვის” და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კარავი გაშალეს. მათი განცხადებით, ეს მოძრავი კარავია და სწორედ ამ ფორმით, “გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ”. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს “მოძრავი კარავი” სხვა…

ბუკნარში ისევ ხმაურია

ბუკნარში ისევ ხმაურია, ამჯერად ეკლესიის ტერიტორიაზე შელაპარაკება პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძესა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ბესო ქათამაძეს შორის მოხდა. ოპოზიციის წარმომადგენელმა ვასილ ჩიგოგიძე ადგილობრივი მოსახლეობის პოლიტიკური მიზნებით მოტყუებაში დაადანაშაულა.…

ასპინძაში მეხანძრეები ხანძრის კერებთან ფეხით მივიდნენ

ხანძარია ასპინძაში. ადგილობრივებმა ცეცხლი 9 იანვრის ღამეს შენიშნეს. ცეცხლი ბალახს უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ადგილზე მეხანძრეები უკვე მუშაობენ, ამ ეტაპზე, უცნობია, ცეცხლი რა ფართობზეა გავრცელებული. “ცეცხლის ქრობის პროცესი…

ირაკლი შენგელიას მხარი 16-მა დეპუტატმა დაუჭირა

ქუთაისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ირაკლი შენგელიას მხარი საკრებულოს 16-მა დეპუტატმა დაუჭირა. დღესვე საკრებულოს სხდომაზე, 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, რომელიც წელს 60 მილიონით განისაზღვრა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება

პრეზიდენტის განკარგულებით, 15 დეკემებრს, 12 საათზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ჩაინიშნა. დღის წესრიგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი…