შსს ქუთაისში მიმდინარე აქციაზე განცხადებას ავრცელებს:

-დღეს, ქუთაისში, ნამოხვანჰესის მშენებლობის შესახებ იგეგმება მასშტაბური აქცია.
საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

Leave a Reply