15 მარტიდან დედაქალაქს ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი N339 შეემატება, – ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

ავტობუსი გლდანის რაიონში იმოძრავებს და მგზავრებს მოემსახურება შემდეგი წრიული მიმართულებით:

🔹მ/ს „ახმეტელის თეატრი“;

🔹ო. ხიზანიშვილის ქუჩა (II-IV-VI-VIII მკ/რ-ის გავლით);

🔹ი. ვეკუას ქუჩა (VII-V-III-I მკ/რ-ის გავლით);

🔹მ/ს „ახმეტელის თეატრი“.

N339 მარშრუტზე 8-წუთიანი ინტერვალით, 3 ერთეული, 12-მეტრიანი BMC მარკის ავტობუსი გადაადგილდება.

შეგახსენებთ:

ლურჯი მიკროავტობუსის ტარიფი 50 თეთრამდე მცირდება

 

Leave a Reply