ქუთაისში, ნამოხვანჰესის წინაარმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, მაშინ შემდეგ აქციას თბილისში, პარლამენტის წინ გამართავენ.

მოვუწოდებთ პრემიერს, რომ იყოს ქართველი ხალხის ნების აღმსრულებელი და გაუშვას ქალბატონი მინისტრი თანამდებობიდან, თორემ მოგვიწევს, რომ გამოვიდეთ მოთხოვნით გადადეს ისიც და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გადაიზრდება იმაში, რომ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა მოგვიწევს. თუმცა რადიკალიზება არასდროს ყოფილა ჩვენი მიზანი.

კიდევ ერთხელ მინდა ხელისუფლებას ვუთხრა, თუ ისინი არ გაითვალისწინებენ მოთხოვნებს, რომლებსაც ჩვენ ვაყენებთ, შევხვდებით თბილისში, ვიქნებით გაცილებით უფრო მეტნი, შემდეგი აქცია ჩატარდება პარლამენტთან”-განაცხადა აქციაზე გოლეთიანმა.

მთავარ მოთხოვნებს ეკონომიკის მინისტრის გადადგომა დაემატა-აქცია ქუთაისში

არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს

Leave a Reply